საოკუპაციო ხაზი

მუსიკოსებმა საოკუპაციო ხაზთან, მოსწავლეებისთვის კონცერტი გამართეს

აქცია, რომელიც ქართველმა მუსიკოსებმა და მოხალისეებმა საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის გამართეს, უშუალოდ მავთულხლართებთან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ხე საქართველოს დროშებით მორთეს. 

საოკუპაციო ზოლთან შეკრული ცოცხალი ჯაჭვის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გორის სოფელ აძვის სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს.

სოფელ აძვის სკოლის მოსწავლეებისთვის გამართული აქცის ბოლოს მუსიკოსებმა რამდენიმე სიმღერაც შეასრულეს.

კომენტარები