პარლამენტი

პარლამენტმა მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესის ამოქმედება გადადო

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებებისისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვით, მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის შესახებ კანონის ამოქმედება ორი წლით - 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადავადდეს. ამ გადაწყვეტილებას ხმა 71 დეპუტატმა მისცა, 25 პარლამენტარმა ხმა წინააღმდეგ მისცა.  სხდომაზე მყოფ უმრავლესობის რამდენიმე წევრს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

შსს-ს მიერ მომზადებული კანონპრროექტი პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ წარადგინა.
პროტესტი მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესის გადავადებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში პროტესტის ნიშნად პლაკატებიც გამოფინეს.

კომენტარები