ვანო მერაბიშვილის საქმე

ჩაფიძე: მერაბიშვილი ციხეში facebook-ით სარგებლობს

ელისო ჩაფიძე
radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის განცხადებით, ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს ციხეში ჰუმანურად ექცევიან და ის საკანში ინტერნეტით სარგებლობს. როგორც დეპუტატმა გადაცემა დიდ პოლიტიკაში თქვა, ყოფილი პრემიერი ხშირად იყენებს Facebook-ს საზოგადოებისთვის ხმის მისაწვდენად.

"თუკი ვანო მერაბიშვილს ვინმეს გამოყვანა უკვირს ღამის სამ საათზე ციხიდან, ეს ყოველგვარი უტიფრობის ზღვარს ცდება. მას ძალიან ჰუმანურად ექცევიან და ეს ძალიან კარგია, იმიტომ, რომ პატიმარს უნდა მოექცე ჰუმანურად. მას აქვს facebook და შეუძლია ყოველდღიურად მიაწვდინოს ხმა საზოგადოებას. ეს არაჩვეულებრივია, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა და არ მოხდებოდა, რომ არა ქართული ოცნების მოსვლა ხელისუფლებაში" - თქვა ჩაფიძემ.

ინგა გრიგოლიამ მას ჰკითხა, აქვთ თუ არა საკანში ინტერნეტი ვანო მერაბიშვილს, რაზეც უმრავლესობის წევრმა უპასუხა, რომ "მე ხშირად მინახავს დიახ, პატიმარ მერაბიშვილისა და ახალაიას მიერ გავრცელებული განცხადებები სოციალური ქსელით და ეს ძალიან კარგია".

კომენტარები