ლარის კურსი

ლარის კურსის ახალი რეკორდი

ათდღიანი პაუზის შემდეგ, ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, 24 დეკემბერს, 1.7228 ნიშნულზე შეჩერდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1.72-იან ზღვარზე ლარი ბოლოს 2011 წლის მარტში იყო.

წლის დასაწყისიდან ლარის ღირებულება დოლართან მიმართებით 4%-ით შემცირდა.

24 დეკემბერს ლარი ევროსთან შედარებით 76 პუნქტით დაეცა და 2.3559 ნიშნულს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ლარის კურსი ევროსთან მიმართებით 7.3%-ით შემცირდა.

კომენტარები