შობა

მარგველაშვილი: საქართველო განსხვავებულისადმი პატივისცემის ქვეყანაა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ კათოლიკეებს შობას ულოცავს. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც რელიგიურ მრავალფეროვნებას და განსხვავებულს პატივს სცემს.

"დღეს ქართველი კათოლიკეები მთელ კათოლიკურ სამყაროსთან ერთად, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ. სულითა და გულით ვულოცავ მათ ამ შესანიშნავ დღეს. საქართველო რელიგიური მრავალფეროვნებისა და განსხვავებულისადმი პატივისცემის ქვეყანაა. ეს პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, იმ ფასდაუდებელი ღვაწლის აღიარებაა, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალქეებს მიუძღვით ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის წინაშე. ქართველ კათოლიკეთა წვლილი, ამ მხრივ, განსაკუთრებულია. მათი სულიერი, კულტურული, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო საქმიანობა უკეთესი მომავლისაკენ ჩვენი საერთო სწრაფვის განუყოფელი ნაწილია.
ვუსურვებ ქართველ კათოლიკეებს და მათ ოჯახებს კეთილდღეობას, მშვიდობას და ბედნიერებას", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.

ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი, გარდა რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიისა, დღეს ქრისტეშობას აღნიშნავს. 

კომენტარები