საქართველოს ნაკრებისა და ბრუკლინ ნეთსის კალათბურთელმა თორიკე შენგელიამ, NBA-ს განვითარების ლიგაში სპრინგფილდ არმორის შემადგენლობაში მორიგი მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ სპრინგფილდ არმორში ბრუკლინ ნეთსი შენგელიას პერიოდულად სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით უშვებს ხოლმე
ამჯერად, რედ ქლაუსის წინააღმდეგ, ქართველმა ფორვარდმა 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მისმა გუნდმა კი მეტოქე ანგარიშით - 93:74 დაამარცხა.
ქართველმა 27 წუთი ითამაშა და 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.
შემდეგ შეხვედრას სპრინგფილდ არმორი 27 დეკემბერს, დალავერის წინააღმდეგ გამართავს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



