NDI-ის კვლევის მიხედვით, მინისტრებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი გარემოს დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს აქვს.
გოგალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 16% დადებითად აფასებს, 37% მისი საქმიანობის მიმართ ნეიტრალურადაა განწყობილი, 6%-ს არ მოსწონს, რასაც გარემოს დაცვის მინისტრი აკეთებს, 35%-მა კი საერთოდ არ იცის მისი საქმიანობის შესახებ.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის საქმიანობით გამოკითხულთა 20%-ია კმაყოფილი, 7% მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, ხოლო 29%-მა არაფერი იცის მისი საქმიანობის შესახებ.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის საქმიანობას 19% აფასებს დადებითად, 37%-ის აზრით, მინისტრი საშუალოდ მუშაობს, ხოლო 6% უარყოფითად უყურებს მის საქმიანობას.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).




![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)
