NDI-ს კვლევა

NDI: ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად ენმ-ს 52% მიიჩნევს, ქართულ ოცნებას - 2%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ნოემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. სექტემბერში, ასე კვლევაში მონაწილეთა 42% ფიქრობდა.

წინა გამოკითხვასთან შედარებით, არ შეცვლილა დემოკრატიული მოძრაობა-საქართველოს რეიტინგი. პარტიას სექტემბერშიც და ნოემბერშიც 8-8% აქვს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 2%-ის აზრით, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა მმართველი კოალიცია ქართული ოცნებაა. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 5% იყო.

გარდა ამისა, NDI-ის კვლევის მიხედვითვე, ნოემბერში გამოკითხულთა 61%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას. სექტემბერში ასე 50% ფიქრობდა. კვლევაში მონაწილეთა 9%-ისთვის მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. სექტებერში ეს მაჩვენებელი 12%-ს შეადგენდა. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

კომენტარები