ეკონომიკური ზრდა

2013 წლის სამ კვარტალში მშპ 1.7%-ით გაიზარდა

2013 წლის სამი კვარტლის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წინა წლის იგივე კვარტალთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა. 2013 წლის მესამე კვარტალში მშპ წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) აქვეყნებს.

მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი აქვს მრეწველობას (17.9%) და ვაჭრობას (17.9%). შემდეგია ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11.2%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9.4%), სახელმწიფო მმართველობა (9%) და მშენებლობა (6.8%).

წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, წელს 18.1%-ით შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობა და 16.9%-ით - მშენებლობა. 

კომენტარები