პატიმრების შეწყალება

საქართველოს პრეზიდენტმა 75 პირი შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა 75 პირი შეიწყალა. ამის შესახებ მან განკარგულება "სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ" გამოსცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ლაშა აბაშიძის თქმით, განკარგულება დღესვე გადაეგზავნება სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, რის შემდეგაც შეწყალებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს უახლოეს მომავალში დატოვებენ.

ლაშა აბაშიძემ დამდეგი შობა-ახალი წელი შეწყალებულებს მიულოცა, რომლებიც დღესასწაულებს უკვე საკუთარ ოჯახებში შეხვდებიან.

კომენტარები