NDI-ს კვლევა

NDI-ს გამოკითხულთა 66%: სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა მისაღებია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხულთა 66%-ისთვის სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა მისაღებია, ხოლო 17%-ისთვის მიუღებელი. ამასთან, სექტემბრის შედეგების მიხედვით, მაშინ გამოკითხულთა 76% მიიჩნევდა საქართველოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას მისაღებად და 11% - მიუღებლად.

NDI-ს კვლევითვე, საქართველოს მთავრობის რეაგირება სამხრეთ ოსეთის ადმინსტრაციული ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებაზე, გამოკითხულთა 48%-ისთვის მისაღებია, ხოლო 28%-ისთვის მიუღებელი. 

გარდა ამისა, რუსეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მომოსვლის აღდგენა გამოკითხულთა 70%-ისთვის მისაღებია, 19%-ისთვის მიუღებელი. იგივე საკითხი სექტემბერში 75%-ისთვის იყო მისაღები, ხოლო 15%-ისთვის მიუღებელი.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

კომენტარები