NDI-ს კვლევა

NDI: გამოკითხულთა 72%-ს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ნოემბერში გამოკითხულთა 72%-ს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან. 22%-ს მოსწონს, გამოკითხულთა 5%-მა არ იცის, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ NDI-ს კვლევის მიხედვითვე, სექტემბერში გამოკითხულთა 70%-ს არ მოსწონდა რუსეთთან საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა, ივნისში კი, 63%-ს.

ამასთან, სექტემბერში  გამოკითხულთა 23%-ს მოსწონდა რუსეთთან ურთიერთობა, ხოლო ივნისში - 25%-ს. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

კომენტარები