ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, თამაშს ნელ-ნელა აუმჯობესებს თორნიკე შენგელიას ბრუკლინ ნეთსი. ლიდერთა გამოჯანმრთელების შემდეგ, ბრუკლინელებმა ფილადელფია სიქსერსი გამანადგურებელი ანგარიშით - 130:94 დაამარცხეს.
გამორჩეული მატჩი ჩაატარა ყოფილმა ატლანტელმა ჯო ჯონსონმა. მის ანგარიშზე კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი - 10 სამქულიანი იყო, სულ კი კალათბურთელმა 37 ქულა მოაგროვა.
რაც შეეხება შენგელიას, 6.18 წუთში ქართველმა 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მატჩის ბოლო მეოთხედში, შენგელიამ ბრენდონ დევისის მეურვეობას ეფექტურად დააღწია თავი და ლამაზი ბურთი ჩააგდო.
ამ გამარჯვებით, ბრუკლინ ნეთსმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მდგომარეობა გაიუმჯობესა და ახლა მე-11 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ნეთსი 18 დეკემბერს, ვაშინგტონ ვიზარდს უმასპინძლებს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



