NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 4% თვლის, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გაუმჯობესებულია

ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა თემაზე - საზოგადოების განწყობა საქართველოში.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია. 39%-ისთვის - ტერიტორიული მთლიანობა. 31% - ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. 30% - სიღარიბე. ხოლო პენსიები - 23%.

2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით ვითარება არ შეცვლილა. 7%-ის აზრით გაუმჯობესდა, 12% კი თვლის, რომ მდგომარეობა გაუარესდა.

ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, გამოკითხულთა 4% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულია. 80%-ის აზრით, ვითარება უცვლელია. 12% კი თვლის, რომ გაუარესდა.

რაც შეეხება პენსიებს, 2012 წელთან შედარებით, გამოკითხულთა 65% მიიჩნევს, რომ ვითარება გაუმჯობესებულია.

რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით კი, გამოკითხულთა 29% თვლის, რომ გასული წლის ოქტომბერთან შედარებით ვითარება გაუმჯობესებულია, 63% კი უცვლელად მიიჩნევს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბერის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

კომენტარები