მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმე

სულამანიძემ მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

ვანო მერაბიშვილი
Reuters

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვისას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს დასაქმების ეპიზოდთან დაკავშირებით სხვა მოწმეებთან ერთად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად თბილისის მერიის  ბაღების სამმართველოს უფროსი რამაზ სულამანიძე დაიკითხა. მან ჩვენება ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მისცა. სულამანიძის განცხადებით, დასაქმების პროგრამის ფარგლებში 21 ათასი ადამიანის დასაქმება მათი პოლიტიკური აქტივობების მიხედვით მოხდა და ამასთან დაკავშირებით ის სიებს  გუბერნატორებისგან და  ადგილობრივი თვითმმართველობებისგან იღებდა.

ამის შემდეგ რამაზ სულამანიძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, მისი თქმით, ის პროკურატურაში 4-ჯერ იმყოფებოდა, მეხუთეჯერ კი ის უშუალოდ ლაშა ნაცვლიშვილს შეხვდა, რომელმაც გადასცა დადგენილება იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყებოდა.

დღესვე ვანო მერაბიშვილმა მიმართა პროკურატურას შუამდგომლობით, 13 დეკემბრის ნაცვლად, პროცესი  მომვალ კვირას დანიშნულიყო, თუმცა უარი მიიღო. შესაბამისად სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ  განახლდება.

კომენტარები