პროტესტი უკრაინაში

თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედნისკენ მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს, სადაც, მერიის ინიციატივით, საკრებულოს შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

აქციაში მონაწილეობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც მიიღო.

"დღეს წყდება არა მხოლოდ უკრაინის ბედი, არამედ წყდება ბედი კიდევ ერთი გაფართოებისა და თავისუფალი სამყაროსი, რისი ნაწილიც, ჩვენ გვწამს და გვჯერა, არის საქართველოც. ჩვენ იქ თავისუფლებას ვიცავთ ამ მხარდაჭერით და სოლიდარობით. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია და ამ პასუხისმგებლობას არ გვიხსნის სხვისი ბრძოლა. მაგრამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე ბევრია დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გავხდებით სრულყოფილი ნაწილი თავისუფალი მსოფლიოში და დღეს ეს ბრძოლა უკრაინაში მიმდინარეობს" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები