პროტესტი უკრაინაში

იანუკოვიჩი ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადება გაავრცელა, სადაც პოლიტიკური ძალებს, საზოგადოების წარმომადგენლებსა და საეკლესიო პირეს საერთო დიალოგისკენ მოუწოდა. მისი თქმით ის პირადად მზადაა მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღოს.

მან ცალკე მიმართა ოპოზიციის ლიდერებს და მათ დიალოგისკენ მოუწოდა.

”კომპრომისის მისაღწევად ოპოზიციას მოვუწოდებ არ იაროს ულტიმატუმისა და დაპირისპირების გზით და დიალოგს დათანხმდეს” - ნათქვამია განცხადებაში.

იანუკოვიჩი ირწმუნება, რომ ძალოვანი სტრუქტურები კანონის ფარგლებში მოქმედებენ და მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ გადამეტებულ ძალას არასოდეს გამოიყენებს.

”როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი ვაცხადებ, რომ ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. დავიცავ ნებისმიერი მოქალაქის უფლებებსა და ინტერესებს, უზრუნველვყოფ მშვიდობას ქვეყანაში”- ნათქვამია იანუკოვიჩის განცხადებაში.

 

კომენტარები