პროტესტი უკრაინაში

Майкрософт-Украина-ს დირექტორმა ევრომაიდანზე გასვლის მიზნით შვებულება აიღო

დმიტრი შივკინი
Макс Левин / lb.ua

უკრაინული გამოცემა LB.ua-ს ცნობით, Майкрософт-Украина-ს დირექტორმა დმიტრი შივკინმა ანტისახელისუფლებო აქციებში მონაწილეობის მიზნით შვებულება აიღო. 

"ძალოვანი სტრუქტურების აგრესიული ქმედებები დაუშვებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში. სწორედ ამიტომ მე დღეს დროებით დავთმე ჩემი უფლება-მოვალეობები. მე მივდივარ მაიდანზე, რათა კვლავ დავიცვა ჩემი თანამოქალაქეების თავისუფლება", - განაცხადა Майкрософт-Украина-ს ტოპმენეჯერმა.
მისი არყოფნის პერიოდში კომპანიას ფინანსური დირექტორი ტატიანა მარუშევსკაია უხელმძღვანელებს.

11 დეკემბერს სპეცრაზმმა კიევის ქუჩების მომიტინგეებისგან და ბარიკადებისგან გაწმენდა სცადა, თუმცა, რამდენიმესაათიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ უკან დაიხია. ევრომაიდანზე ამჟამად კვლავ გაშლილია კარვები, ხოლო ქუჩებში ბარიკადებია აგებული.

კომენტარები