თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკში იშვიათი ჯიშის თეთრმა ლომმა 4 ბოკვერი გააჩინა

თეთრი ლომის ბოკვერები
თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, 10 დეკემბერს, თბილისის ზოოპარკში იშვიათი ცხოველის, თეთრი ლომის 4 ბოკვერი დაიბადა და ოთხივე კარგად გრძნობს თავს. ზოოპარკის თანამშრომლებმა პატარები ცალკე გაიყვანეს, რადგან მათი დედა, კლეოპატრა, გამოუცდელობის გამო ბოკვერების მოვლას თავს ვერ ართმევდა, ამას ზამთრის სიცივეებიც დაემატა, რომელიც პატარებისთვის ძალიან საშიშია. ბოკვერები მათთვის სპეციალურად მოწყობილ თბილ ოთახში ბინადრობენ და ზოოპარკის თანამშრომლების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. ზოოპარკი  ყველას ულოცავს საქართველოში თეთრი ლომების დაბადებას და იმედი გამოთქვამს, რომ ოთხივე ჯანმრთელი გაიზრდება. 

კომენტარები