პროტესტი უკრაინაში

კერი: უკრაინის მთავრობა უღირსად იქცევა

telegraph.co.uk

უკრაინის მთავრობა პატივს არ სცემს ადამიანის დემოკრატიულ უფლებებსა და ადამიანის ღირსებას, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

კერი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებული და საშინლად უკმაყოფილოა უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, მშვიდობიან დემონსტრანტებს ბულდოზერები, პოლიციელები და ხელკეტები დაუპირისპიროს.

”პასუხი, რომელიც უკრაინის მთავრობამ ხალხს გასცა, არც ღირსეულია და არც არაფერი აქვს დემოკრატიასთან საერთო”, - განაცხადა კერიმ.  

კომენტარები