პროტესტი უკრაინაში

მარგველაშვილი: იმედი გვაქვს, ყველაფერი დამშვიდდება კონფლიქტის გარეშე

გიორგი მარგველაშვილი

უაღრესად მოხარულები ვიქნებოდით, თუ უკრაინაც იგივე გზით ივლიდა რა გზითაც ასე აქტიურად მიდის საქართველო და მოლდოვა, მაგრამ ამავე დროს პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის არჩევანს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ჩვენთვის უკრაინის ყველა მოქალაქე, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეფასებებისა, უაღრესად ფასეულია. ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც ვითარდება უკრაინაში და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე. ამის წინაპირობები არსებობს. ეს არის ის აქტიური ჩარევა საერთაშორისო საზოგადოებისა, რომელსაც ამ პროცესში ვხედავთ. ჩვენ მოვუწონდებთ ყველა მხარეს, რომ შეეცადოს და ეს პროცესი დიალოგის გზით წარმართოს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

კომენტარები