აქციები უკრაინაში

კიევში მომიტინგეები სპეცრაზმთან შეტაკებისთვის ემზადებიან

სპეცრაზმელები კიერვის მერიასთან
Kyiv Post

ამ წუთებში კიევში, ევრომაიდანსა და სამთავრობო დაწესებულებებს სპეცრაზმი ალყაში აქცევს. როგორც ტაბულას რეპორტიორი კიევიდან იტყობინება, ევრომაიდანზე შეკრებილი აქტივისტები სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და მოსალოდნელი შეტაკებისთვის ემზადებიან.

კიევის ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მობილიზების შესახებ ინფორმაციას უკრაინული ინტერნეტგამოცემებიც ადასტურებენ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, არსენი იაცენიუკის განცხადებით, ისინი მაიდანს დაიცავენ.

სპეცრაზმის მობილიზება კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე
ფოტო: twitter.com/apetukhova
ამ დროისათვის დაბლოკილია მეტროს ცენტრალური სადგურები. დემონსტრანტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება შტურმისთვის ემზადება. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქალებსა და ბავშვებს უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდეს.

Kyiv Post უკრაინის ხელისუფლების ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ მთავრობამ ევრომაიდანის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. 

ოპოზიციის ლიდერები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, ნუ შეასრულებენ უკანონო ბრძანებას და ნუ გამოიყენებენ ძალას მოქალაქეების წინააღმდეგ.

 

კომენტარები