პროტესტი უკრაინაში

სააკაშვილი: პუტინს სურს უკრაინის რეიდერული დაპყრობა

მიხეილ სააკაშვილმა დღეს ოპოზიციის შტაბში ბრიფინგი გამართა, ბრიფინგის შემდეგ სააკაშვილი ევრომაიდანზე გაიმართა. ხოლო ბრიფინგამდე საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ვლადიმერ კლიჩკოს შეხვდა და უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით პუტინს უკრაინის დაპყრობა სურს.

„უცხოელების საქმე არ არის მიუთითონ უკრაინელებს ვინ როგორ უნდა წავიდეს თანამდებობიდან ან არ უნდა წავიდეს. ეს უცხოელების საქმე არ არის, ეს სუფთად უკრაინელების საქმეა. მაგრამ ის რაც აქ ხდება, პუტინის მიერ სუვერენული ევროპული ქვეყნის რეიდერული დაპყრობაა. ეს კი მთელი ევროპის, მთელი მსოფლიოსა და ჩვენი საქმეა. იმიტომ რომ ეს უკვე ჩვენ ყველას გვეხება." - განაცხადა სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოსთან შეხვედრისას.

გუშინ უკრანულმა ოპოზიციამ ხელსუფლების მიმართ ახალი მოთხოვნები წამოაყენა. პარტია უდარის ლიდერმა ის პირობები ჩამოაყალიბა, რასაც ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებისთვის ოპოზიციური პარტიები აყენებენ. ამ მოთხოვნებში პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები ცალსახად ნახსენები აღარ არის.

„ჩვენ არ ვართ მზად დიალოიგისთვის ხელისუფლებასთან, თუ ის არ შეასრულებს სამ ძირითად მოთხიოვნას. ეს არის პირველი - 14 უკანონოდ დაკავებული მაიდანის აქტივისტის გათავისუფლება. მეორე - ჟურნალისტებზე და დემონტსრანტებზე ძალადობაში დამნაშავე ბერკუტის თანაშრომელთა დასჯა. და მესამე - შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა. ამის შემდეგ მზად ვიქნებით მოლაპარაკებათა მაგიდას მივიუხსდეთ და სიტუაციიდან გამოსავალი ვეძებოთ" - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ, პარტია უდარის ლიდერმა.

მანამდე ოპოზიციამ ახალი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც პოლიტიკოსებს საზოგადოების წარმომადგენლებმა შესთავაზეს და რომელსაც მაიდანის მონაწილეებმა დაუჭირეს მხარი.

„მიზნებში არანაირი ცვლილება არ არის - უბრალოდ ჩამოვაყალიბთ მათი მიღწევის თანმიმდევრობა. უნდა მოხდეს დაკავებულთა გათვაუსუფლება. სპეცრაზმის ქუჩიდან გაყვანა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადომა, რომლის ხელებზეც სისხლია. ამის შემდეგ უნდა მოვილაპარაკოთ, რა თანმიმდევრობით განვახორციელოთ ქვეყნის გადატვირთვა. საუბარია 2004 წლის კოსტიტუციის აღგენაზე, რომ პარლამენტმა შექმნას ახალი დროებითი მთავრობა, რომელიც ხელ მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავსირთან და ქვეყანას ეკონიმკური კოლაფსისგან იხსნის." - განაცხადა იური ლუცენკომ, ოპოზიციის ლიდერმა.

კომენტარები