აქციები უკრაინაში

დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინა საბაჟო კავშირში გაწევრიანებას დათანხმდა

ვიქტორ იანუკოვიჩი და ვლადიმერ პუტინი
ria.ru

ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დათანხმდა უკარინის სამომავლო გაწევრიანებას რუსეთთან ერთად საბაჟო კავშირში. ინფორმაციას ამის შესახებ The Economist-ის ჟურნალისტი ედვარდ ლუკასი twitter-ით ავრცელებს.

ჟურნალისტის თქმით, იანუკოვიჩმა და პუტინმა ამ შეთანხმებას სოჭში გაამრთული მოლაპარაკებებისას მიაღწიეს, რის სანაცვლოდაც კიევი 15 მილიარდამდე აშშ დოლარს მიიღებს, ასევე, რუსეთი უკრაინას გაუიაფებს ბუნებრივი აირის საფასურს.

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა გარკვეული მოლაპარაკებები სოჭში 7 დეკემბერს ნამდვლად აწარმოეს, თუმცა, ნამდვილად მოხდა თუ არა შეთანხმება უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე, ოფიცალური წყაროები ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.

უკვე 1 კვირაზე მეტია უკრაინის მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების, ასევე, მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უკრაინის ხელისუფლების უარი გახდა.

კომენტარები