თვითმმართველობის კოდექსი

უსუფაშვილი ახალ ხარჯებზე: ეს არ არის ბიუჯეტის გადატვირთვა და გადმოტვირთვა

David Usupashvili
Tabula

თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმა ხარჯებს მნიშვნელოვნად არ გაზრდის. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, "ორასმილიონიანი პარლამეტის შენობით ამ რეფორმას 10 წლის პერსპექტივაში უმტკივნეულოდ გავაკეთებდით".

პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ შეიძლება ბიუჯეტიდან საჭირო გახდეს გარკვეული მცირე თანხები იმისთვის, რომ რეფორმა ამუშავდეს, "მაგრამ ეს არ არის ბიუჯეტის გადატვირთვა და გადმოტვირთვა და ა.შ." უსუფაშვილის თქმით, "ეკონომია მოხდება მოქალაქისთვის", რადგან მას არ მოუწევს ყოველ ჯერზე ცენტრში სიარული იმისთვის, რომ პრობლემა მოიგვაროს.

უსუფაშვილის თქმით, დღეს არსებული 5 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად, კოდექსით ამ ეტაპზე გათვალისწინებულია 12 ასეთი ქალაქის არსებობა. მისი გათვლებით, შეიძლება საჭირო გახდეს ორი ახალი ადმინისტრაციული შენობის შენახვა. მისივე თქმით, გამგეობებში დასაქმებულთა რაოდენობა არ შეიცვლება, უბრალოდ, მათი ფუქნციები ახლებურად გადანაწილდება, ხოლო ბიუჯეტიდან მიღებული დამატებითი თანხები ძირითადად ადმინისტრაციული შენობების შენახვას მოხმარდება.

კომენტარები