თვითმმართველობის კოდექსი

უსუფაშვილი კოალიციაზე: ჩვენ სწორედ ასეთ რეფორმაზე ვიყავით შეთანხმებულები

David Usupashvili
Tabula

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციის დადგენილ ვადებში: 2014 წლის მაისში ან ივნისის 20 რიცხვამდე. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

უსუფაშვილის თქმით, თვითმმართველობის რეფორმას საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში. "ჩვენ სწორედ ასეთ რეფორმაზე ვიყავით შეთანხმებულები და ალბათ ამის გამოც მოგვცა ხალხმა ხმა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, დღეს იხილება ტექსტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ხელმოწერილი და მისი პრემიერობის დროს მას ყველა მინისტრი ეთანხმებოდა. "დღეს პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა და ამ პროცესში ხდება გარკვეული ელემენტების დაზუსტება. ახლაა სწორედ ის დრო, როცა უნდა მოვისმინოთ შენიშვნები და შეკითხვები და ყველაფერი დავაზუსტოთ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები