თვითმმართველობის კოდექსი

სოსო ჯაჭვლიანი: როგორ აკადრა კორძაიამ პატრიარქს ასეთი ცინიკური შედარებები?!

მსგავსი ცინიზმი, რაც თამარ კორძაიამ იკადრა, მეორე არ მინახავს. ეს იცით, როგორი რამეა? ვერ გადმოგცემთ ახლა ჩემს აღშფოთებას. მიუხედავად მის მიმართ დიდი პატივისცემისა, მან გაბედა, პატრიარქს მანდატი უხსენა. მანდატი კი არა, პატრიარქი ყველა მანდატზე დიდია... რაც ახლა ვთქვი, ამას გავიმეორებ იქაც, პარლამენტის ტრიბუნასთან. მუშტი-კრივს ვერ გავმართავ ქალთან... მე საქმეს ყოველთვის ოჯახში ვარკვევ, სანამ გარეთ გავარჩევ საზოგადოდ. მსგავსი ცინიზმი როგორ გაბედა მან? როგორ აკადრა პატრიარქს ასეთი ცინიკური შედარებები?! ძალიან გავღიზიანდი. ვერავის დავუშლი ლაპარაკს, მაგრამ ყველა საკითხს პატრიარქს უნდა ვუთანხმებდეთ სულიერების გადასარჩენად. როცა პატრიარქის მიმართ განცხადებას აკეთებ, მორალურ ჩარჩოში მაინც უნდა ჩაჯდე. უწმინდესი ჩემთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტია, თუკი ვინმე არსებობს. დეპუტატს არ ჰქონდა უფლება, ასეთი განცხადება გაეკეთებინა მისი მისამართით. 

განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გაზეთ ალიას. თამარ კორძაიამ მას შემდეგ, რაც პატრიარქმა თვითმმართველობის კოდექსი დაგმო, თქვა, რომ "იქნებ ჯობს, პატრიარქს საპარლამენტო მანდატი ჰქონდეს".

კომენტარები