თვითმმართველობის კოდექსი

მელაშვილი: ვეჭვობ, პატრიარქს თვითმმართველობის კოდექსი წაკითხული ვერ ექნებოდა

პატრიარქს აქვს სრული უფლება, რომ თავისი შეფასებები გააკეთოს. მთავარია, პატრიარქს სრული ინფორმაცია მიაწოდონ იმაზე, თუ რა ხდება. იმ ადამიანებს, რომელთაც კანონპროექტი წაკითხული არ აქვთ, მაგრამ დასკვნებს აკეთებენ, ასეთს რამდენიმეს შევხვდით განხილვისას, როდესაც ვიღაცის დასკვნას ეთანხმებოდნენ. როდესაც ვეკითხებოდი, თუ გაქვთ წაკითხული კანონპროექტში რა წერია, ამბობდნენ რომ - არა, მაგრამ მოვისმინეთო. მაქვს ეჭვი, რომ თავად პატრიარქს ეს 120-გვერდიანი დოკუმენტი წაკითხული ვერ ექნებოდა. ვინ მოამზადა დასკვნა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ვიცი ის, რომ საპატრიარქოსთან იქნება კონსულტაციები.

განაცხადა მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მელაშვილმა "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" თვითმმართველობის კოდექსზე საუბრისას.

კომენტარები