საოკუპაციო ხაზი

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სტუდენტების სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს. განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, შესაბამისი ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით, წლის ბოლომდე შევა.

მინისტრის განმარტებით, დაფინანსებას მიიღებენ აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.

"წინასწარი ინფორმაციით, 320 ასეთი სტუდენტია. დაფინანსების თანხის მოცულობა სიების დაზუსტების შემდეგ გახდება ცნობილი", - თქვა თამარ სანიკიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები