საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი: მადლობა ღმერთს, ჩვენი ერი გრძნობს ერთსქესიანთა ქორწინების ცოდვას

Georgia's Orthodox Patriarch Ilia II leads a midnight Christmas service at the Holy Trinity Cathedral in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაში, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან წარმოთქვა, თვითმმართველობის კანონპროექტის დაგმობასთან ერთად, გლობალიზაციასა და ერთსქესიანთა ქორწინებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, გლობალიზაციის პროცესი გარდაუვალია, თუმცა აქედან უნდა მივიღოთ ის, რაც ჩვენთვის საჭიროა.

"ეს უარყოფითი მოვლენები ადამიანს დააკნინებს, ეს არის ერთსქესიანთა ქორწინებები, იმდენად მძიმე ცოდვაა, რომ ამის ხსენება ეკლესიაში არ შეიძლება. დიდება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი, ხალხი გრძნობს ამ ცოდვას. გლობალიზაციის პროცესი, რომელიც ვითარდება მსოფლიოში, არ შეიძლება ჩვენ შევაჩეროთ, ეს გარდაუვალი პროცესია, მაგრამ აქედან ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის, რაც ჩვენთვის საჭიროა, რაც ეწინააღმდეგება ღვთის კანონს, მართლმადიდებლობას - ქართველი ხალხი არ მიიღებს. შემთხვევით არ არის ნათქვამი იოანე ზოსიმეს მიერ: "ამით ენით, ქართულითა ენითა განიკითხება მსოფლიო", ეს არის ნიშანი იმისა, რომ ქართველი ხალხი შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას", - თქვა ილია მეორემ.

კომენტარები