ფოტოგამოფენა

აგრარულ უნივერსიტეტში სტუდენტების ფოტოების გამოფენა გაიმართა

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში, საველე პრაქტიკაში მონაწილე სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელიც ესწრებოდა, რომელმაც რამდენიმე კატეგორიაში გამარჯვებული ფოტოების ავტორები გამოავლინა. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ საველე პრაქტიკაში მონაწილე გამორჩეული კოორდინატორებიც.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები საველე პრაქტიკის ფარგლებში, საქართველოში მდებარე ეროვნულ ნაკრძალებს სტუმრობდნენ. სულ პროგრამაში 600-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ისინი კოორდინატორებთან ერთად დაცულ ტერიტორიაზე რეინჯერებს ეხმარებოდნენ და საველე პირობებში ცხოვრებას სწავლობდნენ.

პროექტი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დაფინანსებითა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები