იუსტიციის სახლი

ძლიერმა ქარმა იუსტიციის სახლის სახურავი დააზიანა

Alex Khazaradze

ძლიერმა ქარმა სანაპიროზე მდებარე იუსტიციის სახლის სახურავი დააზიანა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მარიამ სხილაძის თქმით, ქარმა ჩამოყარა სამშენებლო მასალის ნაწილი. სხილაძე აღნიშნავს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, შენობა დღეს დაიკეტა.

"იუსტიციის სახლის სახურავი გარე პერიმეტრზე, შესასვლელთან, სამწუხაროდ დაააზიანა ქარმა, ჩამოყარა გიფსოკარდონის ნაწილები. საბედნიეროდ, შემთხვევას არ მოჰყოლია გართულება და არცერთი ადამიანი არ დაშავებულა. თუმცა, იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებისა და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, იუსტიციის სახლის მენეჯმენტთან ერთად, იუსტიციის სახლის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რათა შესაბამისმა სამსახურებმა დაზიანებული ადგილები შეაკეთონ", - ამბობს სხილაძე და ვარაუდობს, რომ ხვალ იუსტიციის სახლი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას.

"შევხედავთ, რა ხარისხის დაზიანება იქნება და საზოგადოებას ვაცნობებთ", - თქვა იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა.

კომენტარები