სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

სოზარ სუბარი: სოჭის ოლიმპიადაში სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობა შეუძლებელია

facebook.com/mcla.gov.official

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ქართული სამთავრობო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება. სუბარის თქმით, იმ ფონზე, რაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, სოჭის ოლიმპიადაში სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობა შეუძლებელია. როგორც მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სპორტსმენებმა ოლიმპიადაში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ.

"სოჭის ოლიმპიადაზე სპორტსმენები წავლენ, ალბათ, ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. თუმცა. ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება სამთავრობო დელეგაცია. იმ ფონზე, რაც რუსეთის მხრიდან საქართველოს საზღვრებზე ხდება, ოლიმპიადაში სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობა შეუძლებელია", - განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გავლებას კვლავაც აგრძელებენ.

კომენტარები