უკრაინაში მიმდინარე პროცესები

ნორლანდი: აშშ კიევში მიმდინარე პროცესებს სიფრთხილით დააკვირდება

აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველოში ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით, აშშ კიევში მიმდინარე პროცესებს სიფრთხილით დააკვირდება.

კიევში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ნორლანდმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების განცხადებაზე, სადაც არის მოწოდება ძალადობის თავიდან აცილებისა და დიალოგისკენ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკითხი მშვიდობიანად გადაიჭრას.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რამდენად აისახება კიევში განვითარებული პროცესები საქართველოზე, რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ ხალხი ეთანხმება ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას და ეს ხელმოწერით დაადასტურა საქართველოს მთავრობამაც.

კომენტარები