მავთულხლართების გადმოწევა

ღოღეთში ოკუპანტებმა მავთულხლართების გაბმის პროცესი განაახლეს

radiotavisupleba.ge

ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში, მავთულხლართების გაბმა განახლდა. ოკუპანტმა სამხედროებმა სამუშაოები დილიდან დაიწყეს. 

"დღეს დილით, დაახლოებით ოთხმა რუსმა ოფიცერმა გააგრძელა მავთულხლართების ინსტალაცია 150 მეტრზე დამონტაჟებულ ბოძზე. რუსულმა მხარემ განგვიცხადა, რომ ეს პროცესი იქნება ბოლომდე მიყვანილი," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა დავით სუჯაშვილმა.

კომენტარები