მომიტინგეების დარბევა კიევში

ბერკუტმა კიევის მთავარ მოედანზე შეკრებილი მომიტინგეები დაარბია

rt.com

კიევში ბერკუტმა დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილი მომიტინგეები ხელკეტებითა და ხმოვანი ყუმბარების მეშვეობით დაარბია. პოლიციამ ქალაქის მთავარ მოედანთან პარასკევს მაშინ გადაინაცვლა, როდესაც ხალხი ვიქტორ იანუკოვიჩის საწინააღმდეგოდ გამართული დემონსტრაციის შემდეგ  ისვენებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს მოედანზე ათასამდე მომიტინგე იმყოფებოდა.

თვითმხილველთა განცხადებით, ვერკუტმა თავდაპირველად ხმოვანი ყუმბარები ისროლა ხალხის მასაში, შემდეგ კი ხელკეტების გამოყენებით მათ გაფანტვას ცდილობდა. 

დარბევის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი იქნა ნაცემი პოლიციის მიერ, მათ შორის  როიტერის ოპერატორი და ფოტოგრაფი. თუმცა ერთ-ერთი ოპოზიციური აქტივისტის ანდრეი შევჩენკოს თქმით, დაშავებულთა რიცხვი 33-ს შეადგენს.

საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, პოლიციამ დამოუკიდებლობის მოედნის გაწმენდა "რიგი ინციდენტების" შემდეგ გადაწყვიტა.

კომენტარები