არსებობს საშიშროება, გარკვეული ძალები შეეცადონ მოახდინონ გავლენა საქართველოს თავისუფალ არჩევანზე - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვილნიუსიდან ჩართვის დროს განაცხადა.
მისი განცხადებთ, ვილნიუსის სამიტის პათოსი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ უნდა შეიცვალოს პარადიგმა, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ რუსეთი მოქმედებს - რომ ერთმა მხარემ უნდა წააგოს და მეორემ მოიგოს.
„ევროპული მიდგომა პროცესის მიმართ არის, რომ ყველამ უნდა მოიგოს და არავინ უნდა წააგოს. მთელი ამ დღეების განმავლობაში ხაზი ესმებოდა იმას, რომ ევროპის გაფართოება, ევროპის გავლენა, რეგიონში იქნება თუ სხვა ადგილებში, არანაირად არ გულისხმობს რუსეთის წაგებას, არამედ პირიქით, ეს არის მომგებიანი რუსეთისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
თუმცა,მისი თქმთ, „ბუნებრივია, ბოლო პერიოდის მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ შესაძლოა რუსეთში ყველა არ ფიქრობს ასე".
„შესაბამისად, არსებობს ამის საშიშროებაც, რომ გარკვეულმა ძალებმა იქონიონ მცდელობა მოახდინონ გავლენა თუნდაც საქართველოსა და ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანზე. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და მთელი შეხვედრები სწორედ ამას ეძღვნებოდა თუ როგორ, რანაირად, რა კოორდინაციით უნდა დავგეგმოთ მომავალი ერთი წელი პარაფირებიდან ხელშეკრულების ხელმოწერამდე", - განაცხადა მარგველაშვილმა.





