პატიმრების შიმშილობა

ნანა კაკაბაძე: ციხეებში მასობრივი შიმშილობა დაიწყო

ნანა კაკაბაძე
geworld.ge

არასამთავრობო ორგანიზაციის - ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის -ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, ციხეებში მასობრივი შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, პატიმრების პროტესტი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხება, რომლის მიხედვით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია აღარ შეიქმნება.

კაკაბაძის ინფორმაციით, მის ორგანიზაციაში უკვე შედის მოშიმშილე პატიმრების სიები, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

"შიმშილობა ყველგან დაიწყო, ჩვენთან სხვადასხვა ციხეებიდან, დღის განმავლობაში მოშიმშილეთა სიები შემოვა. გლდანის ციხიდან უკვე მივიღეთ სიები, სადაც სხვა პატიმრებთან ერთად, უვადო პატიმრობამისჯილი ყველა პატიმარი შიმშილობს. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. მიიჩნევენ, რომ მოქმედი პარლამენტის პირობებში, სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდა", - თქვა კაკაბაძემ.

 

კომენტარები