პატიმრების შიმშილობა

სუბარი: პატიმრების შიმშილობა დაგეგმილი აქციაა

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, გეგუთის ციხეში პატიმრების შიმშილობის დაწყების გეგმები რამდენიმე კვირით ადრე იცოდა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე უთხრა, მან ამის შესახებ სახალხო დამცველსაც კი აცნობა. მინისტრის ინფორმაციით, მოშიმშილე პატიმართა რიცხვი 1000-ზე ცოტა ნაკლებია.

"პატიმრები რამდენიმე ვერსიას განიხილავდნენ, რა შეიძლება ეთქვათ შიმშილობის დაწყების მიზეზად. სახალხო დამცველსაც კი გავუგზავნე მესიჯი, არ გაგიკვირდეთ, როდესაც ეს დაიწყება-მეთქი. ყველა ადამიანს გარეთ გამოსვლა უნდა, რაც ცხადია, შეუძლებელია. როდესაც რეჟიმი კანონის ჩარჩოებში ექცევა, არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც ეს არ მოსწონთ, მაგრამ სხვა მიზეზს ასახელებენ. არასოდეს ამბობენ იმას, რომ კანონი ზღუდავს მათ უფლებებს", -აღნიშნა სუბარმა.

ამასთან, მინისტრი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ პატიმარს დაზიანებები აქვს მიყენებული და შიმშილობის დაწყების მიზეზი ეს გახდა, რადგან სუბარის განმარტებით, შიმშილობის დაწყების შესახებ რამდენიმე კვირის წინ იცოდა.

კომენტარები