ვილნიუსის სამიტი

ვილნიუსში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პლენარული სესია გაიხსნა

ir.lv

ვილნიუსში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პლენარული სესია გაიხსნა. ღონისძიება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ გახსნა. ლიტვის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამიტის პლენარულ სესიას ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პირველი პირები ესწრებიან, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩიც.

სამიტზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც რამდენიმე წუთში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის გამოსვლა დაახლოებით სამ წუთს გაგრძელდება.

კომენტარები