საქართვეოს ფეხბურთის ფედერაცია

სფფ: ქეცბაიას კონტრაქტი 4-წლიანია და 2015 წლის 12 სექტემბერს დასრულდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
msy.gov.ge

ბოლო პერიოდში პრესაში, თემურ ქეცბაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული კონტრაქტის შესახებ, სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. თავდაპირველად ითქვა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი 2+2 სისტემით არის გაფორმებული, შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ხელშეკრულება 4-წლიანია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში აცხადებენ, რომ თემურ ქეცბაიას კონტრაქტი 4-წლიანია და ვადა 2015 წლის 12 სექტემბერს ეწურება.

"თემურ ქეცბაიას და სფფ-ის მოქმედი ხელშეკრულება 2011 წლის 12 სექტემბრიდან 2015 წლის 12 სექტემბრამდე აკავშირებს. რაც გულისხმობს მწვრთნელის მუშაობის 4 წელს.

რაც შეეხება აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას - ხელშეკრულების 2+2 წლიანი ვარიანტის შესახებ, ის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან განმარტებული იყო არა როგორც ხელშეკრულების პირობა, არამედ, როგორც ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სამუშაო გეგმა.

აქვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული სამსახური ოფიციალურად განმარტავს: „კონტრაქტის გაფორმების დღიდან  - დღემდე, მასში აღნიშნული ვადები  უცვლელია და არანაირი ახალი კონტრაქტი ან რაიმე სახის შეთანხმება თემურ ქეცბაიასთან არ გაფორმებულა. კონტრაქტი 4 წლიანია და გრძელდება 2015 წლის 12 სექტემბრამდე," - ნათქვამია სფფ-ის განცხადებაში.

კომენტარები