ბიზნესი

საქართველოში Victoria's Secret-ის და Max Factor-ის წარმოება იწყება

მსოფლიო ბრენდების Victoria's Secret-ის და Max Factor-ის წარმოება საქართველოში მომავალი წლიდან დაიწყება. როგორც საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ოსმან ჩალიშქანმა კომერსანტს განუცხადა, გურიის რეგიონში თანამედროვე ტექსტილის ფაბრიკას ააშენებს, სადაც 600 ადამიანი დასაქმდება. ინვესტორის თქმით, აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე გაკეთდება. ჩალიშქანის თქმით, ქარხანა გურიის სოფელ მერიაში 2013 წელს უნდა აშენებულიყო, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. ინვესტიციის საერთო მოცულობა 1.5 მილიონი დოლარია. 

კომენტარები