ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

ფანჯიკიძე: ივანიშვილმა მოახერხა ის, რასაც 2 წლის წინ ვერავინ დაიჯერებდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილმა ამ ორი წლის განმავლობაში მოახერხა ის, რასაც 2 წლის წინ ვერავინ დაიჯერებდა."

ფანჯიკიძის თქმით, ივანიშვილმა გაათავისუფლა საქართველო, ადამიანებს დაუბრუნა თავისუფლება და ღირსება. "ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი ბოლო 2 წლის. დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო სექტორიდან, სადაც მან გადაწყვიტა წასვლა, ისეთივე წარმატებით მოახდენს გავლენას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე, როგორც ეს გააკეთა პოლიტიკაში ყოფნისას. მე მას ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს", - თქვა ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ახალი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის დაწყებულ საქმეს ღირსეულად გააგრძელებს.

კომენტარები