ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

თურნავა: ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა და წასვლა პოლიტიკური ქველმოქმედების აქტია

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და დიდი ქველმოქმედი და მისი დღევანდელი განცხადებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. მისი პოლიტიკაში მოსვლის და შემდეგ წასვლის პროცესი, ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი. ის მოვიდა პოლიტიკაში, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და ქართულ საზოგადოებას წყუროდა ცვლილებები და მან, ქართულმა ოცნებამ მოიტანა ეს ცვლილებები და დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა მმართველობით სადავეებს. ბიძინა ივანიშვილმა ამ წლებში პრაქტიკულად დაამკვიდრა ახალი მმართველობითი, დემოკრატიული სტანდარტი, ჰუმანური სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე ორიენტირებული. და დღეს, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ მესამედ ნდობის მანდატი მიანიჭა, ისევ ქართულ ოცნებას, ბატონი ბიძინა მიდის პოლიტიკიდან, რითიც ადასტურებს, რომ მისი მთავარი სწრაფვა და ამოცანა ძალაუფლების მოხვეჭა კი არ იყო, არამედ ის, რომ შეექმნა სტაბილური გარანტიები, რომ რევანში შეუძლებელია და საქართველოს საზოგადოება არის საკმაოდ მომწიფებული იმისთვის, რომ დემოკრატიული, სტაბილური, ევოლუციური ვითარების გზით იაროს და არ დაუჭიროს მხარი ამბოხს, პროვოკაციას, რევოლუციას და ა.შ. ეს არის ძალიან იშვიათი პრეცედენტი მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში...

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას აფასებს.

კომენტარები