ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

ღარიბაშვილი: გეიმ ჩეინჯერი იყო და არის ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში რეალური გარდატეხა შემოიტანა, რომ იტყვიან გეიმ ჩეინჯერი. აი, ვინ იყო გეიმ ჩეინჯერი?! იყო და არის ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილი. ამ დღევანდელი უპრეცედენტო გადაწყვეტილებითაც, რეალურად მან თამაში შეცვალა, აბსოლუტურად შეცვალა, სხვა სტანდარტი დაგვიწესა, სხვა თამასა დაგვიწესა. აქედან ჩამოსვლა ძალიან რთული იქნება, იმხელა  თამასა დაგვიტოვა ყველას ჩვენ, ვინც პოლიტიკაში ვართ დღეს, გნებავთ ოპოზიციას თუ მმართველ ძალას...

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აფასებს ბიძინა ივანიშვილის როლს ქართული პოლიტიკის ისტორიაში.

კომენტარები