ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

წულუკიანი: ივანიშვილის წასვლა პრემიერაა ქართულ პოლიტიკაში

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა "პრემიერაა ქართულ პოლიტიკაში". 

"მისი პოლიტიკიდან წასვლა ჩვენთვის რა თქმა უნდა არ იყო სასიამოვნო ამბავი, მაგრამ ეს არის ის პრემიერა ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და შეესაბამისება იმ დასავლურ ევროპულ პრინციპს, რომლის თანახმადაც მთავრობები მიდიან და მოდიან, ხოლო ქვეყანა აგრძელებს ცხოვრებას. პოლიტიკური სცენიდან წასული პოლიტიკოსები უკვე აძლიერებენ სამოქალაქო სექტორს და როგორც თავად ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, არიან რიგითი ჯარისკაცები თავისი ქვეყნის", - თქვა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, "მე მინდა მადლობა გავდავუხადო ივანიშვილს, რადგან მან შეძლო შეუძლებელი. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დასრულება, რაც საქართველოს ხალხს ეჩვენებოდა მიუღწევლად, ბიძინა ივანიშვილმა ძალების გაერთიანებით გააკეთა და ამისთვის მას ყველა ჩვენგანისგან ეკუთვნის მადლობა", - აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები