დაჭრა

პუშკინის სკვერთან ორი პირი დაჭრეს

პუშკინის სკვერთან მომხდარი ინციდენტზე, რომლის შედეგად ორი ძმა დაიჭრა, შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით აღიძრა. პოლიციას ჯერჯერობით დამნაშავე არ დაუკავებია.

არსებული ინფორმაციით კი, პუშკინის სკვერთან ორმა "ჩოხოსანმა" შელაპარაკების დროს ძმები დაჭრა. 

სსკ-ის 118 მუხლი ითვალისწინებს დასჯას გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვას, ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთიდან სამ წლამდე.

კომენტარები