სასჯელაღსრულების სამინისტრო

სამინისტრო: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მმართველის პოსტი ვაკანტური არ არის

http://www.mcla.gov.ge/

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სამინისტროს ცნობით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში ვაკანტურია მხოლოდ ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოსტი და ამის შესახებ მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს ყველა მედიასაშუალებას განუცხადა.

კომენტარები