კოალიცია ქართული ოცნება

ირაკლი ჩიქოვანი: აზრი, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართული არ იქნება, აბსურდია

ირაკლი ჩიქოვანი
გოჩა ლეჟავა / www.radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც დიდი ზეგავლენა ექნება. დეპუტატი ფიქრობს, რომ ივანიშვილის მხრიდან წარსულში გამოთქმული ერთი ფრაზაც კი, ქართულ პოლიტიკაზე გავლენას ახდენს დღესაც.  

"იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ იქნება, აბსურდია. შემდგომშიც მე მგონია, რომ მას საკმაოდ დიდი ზეგავლენა ექნება საქართველოს ხელისუფლებაზე და ზოგადად საზოგადოებრივ აზრზე. რა თქმა უნდა, ის ამ ყველაფრის ერთადერთი მაფორმირებელი არ იქნება, მაგრამ გვინდა არ გვინდა, თქვენც ჟურნალისტები მის ყველა განცხადებას განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლით და გააჟღერებთ", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ექსპრემიერი, რომელიც დღემდე რჩება კოალიცია ქართული ოცნების ლიდერად, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 24 ნოემბერს გააკეთებს.

კომენტარები