მომავალი პრემიერი

მარგველაშვილმა ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნაზე განკარგულება გამოსცა

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა.

”საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წამოყენებულ იქნეს საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის - კოალიცია ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა”, - წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ ახალი პრემიერი, სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა ახალი კაბინეტი ოთხშაბათს დამტკიცდება.

გიორგი მარგველაშვილმა განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დანიშვნის შესახებაც გამოსცა - ”დაინიშნოს ლაშა აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად”, - წერია დოკუმენტში.

კომენტარები